Sunday, November 8, 2009

კარგ ქართველთა ხსოვნისათვის


პროექტის სახელი: ,, კარგ ქართველთა ხსოვნისათვის“

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან მასალას ქათველი მამულიშვილების შესახებ.



პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან იმ ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი და დამსახურება მიუძღვით ქართველი ერის წინაშე, მაგრამ ნაკლებად ცნობილი არიან თანამედროვეთათვის. მასალის, ინფორმაციის მოძიება მოხდება ინტერნეტის, ბიბლიოთეკის მეშვეობით.

ტექ-აღჭურვილობა(ციფრული აპარატი) და სხვა სამუშაო მასალები(სახატავი რვეულები, ფანქრები, თაბახის ფურცლები, კალმები...). მოძიებულ იქნება პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეების მიერ.

მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი IX კლასი

ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე



პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, დამხმარე ლიტერატურით, პრესით. ჯგუფური მუშაობა, საპრეზენტაციო მასალის მომზადება.



მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: გაიუმჯობესებენ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად მოიძიებენ საჭირო მასალას, გაიღრმავებენ ცოდნას ქართველი მამულიშვილების შესახებ, ჩასწვდებიან ღირებულსა და ფასეულს. დახვეწენ ჯგუფური მუშაობის, წიგნებიდან და ინტერნეტიდან მასალის მოძიების, საპრეზენტაციო მასალის მომზადების, ისტ-ის გამოყენების უნარ-ჩვევებს.


სარგებელი სხვებისთვის: სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები გაეცნობიან მოძიებულ მასალას, დაესწრებიან მოსწავლეთა მიერ სლაიდებით მომზადებულ პრეზენტაციას. წარმოდგენილი მასალის საფუძველზე, დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ ქართველ მამულიშვილთა ცხოვრებასა და მოღვაწეობას; მათი მოღვაწეობის როლს საქართველოს კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მასალა დაიდება ინტერნეტში და დაინტერესებული პირები მიიღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.


სამუშაო ენა: ქართული


მონაწილეები სხვა სკოლებიდან:


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა- ინტერნეტით, ბიბლიოთეკით სარგებლობის ჩვევების ჩამოყალიბება. დახვეწენ პროექტზე მუშაობის უნარს.


ისტორია-ეცნობიან XIX – XX საუკუნეების საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას და მნიშვნელოვან მოვლენებს.


საინფორმაციო ტექნოლოგიები: კომპიუტერთან მუშაობა, ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და პრეზენტაცია.


პროექტის ფასილიტატორი: ხათუნა ჯავახიშვილი


ფასილიტატორის ელ.ფოსტა: x.javaxishvili@gmail.com

Followers

About Me

ხათუნა ჯავახიშვილი მენტორი–მასწავლებელი გორის მე–9 საჯარო სკოლიდან. 72887 899748081 ქალქი გორი სტალინის 24–18 77445 x.javaxishvili@gmail.com